ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია - ამ განცხადებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტრამპის მიერ გამოცხადებულ ბლოკადას გამოეხმაურა
ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია - ამ განცხადებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტრამპის მიერ გამოცხადებულ ბლოკადას გამოეხმაურა. როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, შეერთებული შტატები დიპლომატიაში დამარცხდა და ახლა ზეწოლისთვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ცდილობს. შეერთებული შტატების მიერ ირანის პორტების ბლოკირება ძალაში ორშაბათს შევიდა, მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე პაკისტანში გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
