ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა. სამდღიანი ღონისძიება თბილისში ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. სამიტი ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ევროპულ ბაზარზე. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ სრულიად უსასყიდლოდ შეხვედრები გაემართათ პოტენციურ პარტნიორებთან. სამიტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 50 საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა.
