ევროკომისიის მოთხოვნა
ბრიუსელის 27 მოთხოვნა პიტერ მადიარს. ლგბტქ უფლებები, ემიგრაცია, საზღვრის კონტროლი, საგარეო პოლიტიკა, უკრაინის საკითხი - ეს იმ პირობების ნაწილია, რასაც უნგრეთის ახლადარჩეულ ლიდერს ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს სანაცვლოდ უყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბუდაპეშტს ურჩია, რომ იჩქაროს. უნგრეთის ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, კიდევ უფრო რეზონანსული გახდა ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმა ხმის მიცემის უფლების ცენტრალიზებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წევრი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან იტვირთონ მრავალმილიარდიანი სესხი მაგალითად უკრაინისთვის, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა ამ ტიპის და ოდენობის კონტრიბუციას
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
