სლოვენია შესაძლოა ნატოდან გავიდეს - ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა
სლოვენია შესაძლოა ნატოდან გავიდეს. ამ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. ზორან სტევანოვიჩი მიიჩნევს, რომ სლოვენიამ საკუთარი ინტერესების შესაბამისი, დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოს და თავი აარიდოს გარე კონფლიქტებში, დიპლომატიურ და სამხედრო დაპირისპირებაში ჩარევას. მისი თქმით, სლოვენიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ლუბლიანა უნდა იღებდეს და არა ბრიუსელი
