თურქეთში შანლიურფას პროვინციაში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმისას 16 ადამიანია დაჭრილი
თურქეთში შანლიურფას პროვინციაში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმისას 16 ადამიანია დაჭრილი. თურქული მედიის ცნობით სკოლის შენობაში 17-18 წლის მოზარდი შეიჭრა, უმისამართო ცეცხლი გახსნა და სკოლის მოსწავლეების მძევლად აყვანას შეეცადა. დაჭრილია 4 მასწავლებელი, 10 მოსწავლე და ერთი პოლიციელი. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა თავი მაშინ მოიკლა, როცა პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა. ის ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება
