ლაგოდეხში არამდგრადი ამინდით გამოწვეულ პრობლემებს ამ დრომდე ებრძვიან
ლაგოდეხში არამდგრადი ამინდით გამოწვეულ პრობლემებს ამ დრომდე ებრძვიან. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მდინარეების წყლის დონე ისევ მაღალია, რაც დატბორვის საშიშროებას ქმნის. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარე ალაზანი, რის გამოც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ბაკურციხე-წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით. პრობლემურ მონაკვეთებზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. ვითარებას, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო
