რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება
რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება. გვარამიამ გარკვეულ პოლიტიკოსებს მიმართა და მათ პოლიტიკური აუტისტები უწოდა. რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა.მისივე თქმით, აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ნიკა გვარამიას აკრიტიკებენ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც
