უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი პიტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის ახალ მთავრობას რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების წარმართვა მოუწევს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი პიტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის ახალ მთავრობას რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების წარმართვა მოუწევს. უნგრული მედიის ცნობით, მადიარმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი და მოსკოვი მეგობრები ვერ გახდებიან, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგს გამართავენ, რადგან უნგრეთი რუსეთთან მიმართებით ვერც გეოგრაფიულ მდებარეობას შეცვლის და ვერც რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების პრობლემას გადაჭრის მყისიერად.
