კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები. რთული ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით კი სოფლებში ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სტიქიის ზონაში ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი.
