სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
