მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. დალუქულ კუვუკლიაში შესვლამდე ტაძარში შეკრებილებს ზეთით სავსე ჩამქრალი კანდელი უჩვენეს. საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობის შემდეგ, პატრიარქი განიმოსა და კვართით შევიდა საფლავზე. ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ კი ანთებული სანთლები თეოფილე მესამემ გადასცა მახარებელს, რომელიც მას ელოდება ანგელოზის ეკვდერში ელოდა. რამდენიმე წუთში მთელი დარბაზი ცეცხლის ალში გაეხვია. ქრისტიანებს ხელში 33 სანთლის კონა უჭირავთ, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს. პროცესიას წინ უსწრებდა არაბი ქრისტიანების ყიჟინა შეძახილებით ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია. ცეცხლის გადმოსვლა, ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწაულია. ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე, კუვუკლიაში, ზეციური მადლის ნიშნად საუკუნეებია გადმოდის. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს
