ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებისგან
ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებისგან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ივო ვარკმა სააგენტოს განუცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის რისკი ძალიან მაღალია. არსებობს რისკი იმისა, რომ ნავთობტანკერებისა და დასავლეთის მიერ სანქცირებული სხვა გემების დაყადაღებამ შესაძლოა მოსკოვი სამხედრო ძალის გამოყენებამდე მიიყვანოს
