არსებული რეგულაციების გამო, ცეცხლის ჩამოსატანად საქართველოდან დელეგაციის მცირე შემადგენლობა მიემგზავრება - ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს
არსებული რეგულაციების გამო, ცეცხლის ჩამოსატანად საქართველოდან დელეგაციის მცირე შემადგენლობა მიემგზავრება - ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, დიდ შაბათს, ქრისტეს ხორცით საფლავად დადებას იხსენებს. დილით ადრე ტაძრებში გარდამოხსნის შემოტარების წესი, მაცხოვრის წესის აგების მსახურება შესრულდა. წირვაზე კი სასულიერო პირთა შავი შესამოსელი ფერადით იცვლება, რაც აღდგომას მოასწავებს. ტაძრებში ამ დროს იკითხება საწინასწარმეტყველოები, სადაც მესიის მოსვლაზეა ლაპარაკი. სააღდგომო ლიტურგია საღამოს 11:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება
