„აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი’’
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს გახსნის. „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“ ფესტივალზე სერგო ფარაჯანოვის ბოლო კინოსცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. სცენარი, რომლის გადაღებაც ფარაჯანოვმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო, პირველად ახმეტელის თეატრში, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. ერევნის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 აპრილს გაიხსნება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
