უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარე ძალები, კერძოდ უკრაინა, უნგრეთის არჩვნებში ჩარევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარე ძალები, კერძოდ უკრაინა, უნგრეთის არჩვნებში ჩარევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უცხოური დაზვერვა უპრეცენდენტოდ ღიად მოქმედებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა ენერგეტიკულ შანტაჟსა და ოპოზიციური პარტიის „ტისას“ დაფინანსებაშიც დაადანაშაულა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიიარტომ ბრიუსელიც გააკრიტიკა.
