საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოთოვა
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოთოვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
