ერთი დღე მოლაპარაკებამდე
ამერიკისა და ირანის ხვალინდელი შეხვედრის ბედი ლიბანში არსებულ ვითარებაზე დამოკიდებული. ვაშინგტონისა და თეირანის დროებითი ზავის ფონზე ისრაელი ლიბანს აქტიურად ბომბავს და ირწმუნება, რომ სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლაა. ამერიკა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმების ნაწილად არ განიხილავს, ირანი კი ამას მოითხოვს. განსხვავებული ცნობები ვრცელდება მხარეთა მხრიდან ჰორმუზის სრუტის შესახებ, თეირანი ამბობს, რომ მხოლოდ ნებადართულ გემებს ატარებენ. ისლამაბადში კი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან. პაკისტანის ხელისუფლებამ უქმეები გამოაცხადა, რაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
