მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს კონტექსტში აღნიშნულია, რომ ზრდა შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში წელს, სავარაუდოდ, არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო
