ეკონომიკური განვითარების კორპორაცია
მთავრობა ახალ და დამოუკიდებელ უწყებას ქმნის. „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“, როგორც ეკონომიკის სამინისტროდან განმარტეს- კერძო სექტორისთვის უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და საინტერესო ინსტრუმენტების შეთავაზებას უზრუნველყოფს. მსესხებელს კი საშუალებას მისცემს სესხი ერთზე მეტი ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღოს. ახალი უწყების როლი იქნება ასევე: სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
