ავალიანის საქმე - მოსამართლის გადაწყვეტილება
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა სასჯელის ზომა ცნობილია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. პროცესები დახურული იყო, დღევანდელი სხდომა კი, მოსამართლემ გახსნა და მიმართა როგორც ბრალდებულებს, ისე საზოგადოებას. ბრალი არასრულწლოვანთა ნაწილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ჰქონდა წარდგენილი, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. ნაწილის შემთხვევაში, ამას ემატებოდა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
