თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 მეათედი პროცენტი შეადგინა
თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 მეათედი პროცენტი შეადგინა. იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა კი 8.4 მეათედი პროცენტია. გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა . ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ახერხებს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. გამოქვეყნებულია 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებიც. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5 მეათედი პროცენტი. პირველად, ეკონომიკამ ასს მილიარდ ლარს გადააჭარბა.
