გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით უკვე ორი წელია მონაცემებს არ ანახლებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით უკვე ორი წელია მონაცემებს არ ანახლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. საქართველო ამ მონაცემების შეცვლას ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებას ორი ნოტა და ოფიციალური წერილი გაუგზავნა, თუმცა ოთხკვირიანი ვადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითხოვა, ისე ამოიწურა, რომ მონაცემები უცვლელი დარჩა. ქრონიკამ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს, აწვდიან თუ არა ისინი გერმანიის საგარეო უწყებას საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას. პასუხი კითხვაზე ჯერ არ მიგვიღია
