ლიბანის ქალაქ სიდონში ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა
ლიბანის ქალაქ სიდონში ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ისრაელი ჰებზოლას ობიექტებს უტევს ლიბანის სამხრეთში მდებარე სხვა ქალაქებსა და ბეირუთშიც. ცაჰალმა ასევე გაავრცელა ტაიბეს მუნიციპალიტეტში განხორციელებული აფეთქებების სერიის ამსახველი კადრებიც.
