უნგრეთის არჩევნები - ვენსი ბუდაპეშტში
ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მთავრობას და დი ვენსის ზარი დონალდ ტრამპს ბუდაპეშტის ყრილობიდან. ვიცე-პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრიუსელს უნგრელი ლიდერი ეროვნულ ინტერსებზე ზრუნვისთვის არ მოსწონს. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი არც უკრაინის დაზვერვის ჩარევაზე ლაპარაკს მორიდებია. ჯეი დი ვენსი და ვიქტორ ორბანი ერთობლივი პრესკონფერენციის გარდა, ერთად გამოჩნდნენ უნგრულ-ამერიკული მეგობრობის დღესთან დაკავშირებულ ყრილობაზე.
