დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა
დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა. ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დღეს ღამით განადგურდება ირანის ცივილიზაცია და მის აღდგენას ვეღარავინ შეძლებს. თუმცა ამასთან დაამატა, რომ შესაძლოა სხვაგვარადაც მოხდეს, რადგან ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა, უპირატესობა აქვთ ნაკლებად რადიკალურებსა და უფრო ჭკვიანებს. ტრამპმა დაწერა, რომ ამაღამ ირანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
