სუსის უფროსის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აუდიტის სამსახურში სიცრუეს უწოდებენ
სუსის უფროსის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აუდიტის სამსახურში სიცრუეს უწოდებენ და განმარტავენ, რომ დეკლარაციების შევსება ჩვეული წესით მიმდინარეობს. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განგვიმარტეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ უწყების ხელმძღვანელებს, შეიცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი.
