ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „არტემის ორის“ ასტრონავტებს მთვარის მისიის წარმატება მიულოცა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „არტემის ორის“ ასტრონავტებს მთვარის მისიის წარმატება მიულოცა. დონალდ ტრამპი კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს პირადად დაუკავშირდა. ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე მისიის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ნასას აპოლოს პროგრამის ყველა რეკორდი მოხსნილია. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მალე ამერიკა ადამიანებს მთვარის ზედაპირზე დააბრუნებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამჯერად, დედამიწის თანამგზავრზე მხოლოდ ამერიკის ეროვნულ დროშას კი არ აღმართავენ, არამედ იქ მუდმივ ბაზას შექმნიან. მთვარის შემდეგ კი დანიშნულების ადგილი მარსი იქნება.
