ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ და ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტი დაანგრიეს
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ და ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტი დაანგრიეს. მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტი. სამივე შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული იყო. ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
