ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა. ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით გაატარეს.
