საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად, მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად, მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. როგორც ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა, გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია. მისიის პროგნოზით, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლითა და პოლიტიკის ბუფერებით, საქართველო მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად.
