მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღინიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს.
