ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა
ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება. კლინიკის რეაბილიტაცია ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.
