სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს. ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
