მიზანმიმართული კამპანია სუსის უფროსის წინააღმდეგ
მიზანმიმართული კამპანია სუსის უფროსის წინააღმდეგ. ნინო ლომჯარია ერთ- ერთია, ვინც მამუკა მდინარაძის დეკლარაციის შესახებ წერს. ყოფილ სახალხო დამცველს საერთაშორისო პრაქტიკას ახსენებენ, რომლის თანახმადაც, სპეცსამსახურების არათუ ხელმძღვანელების, არამედ თანამშრომლების პირადი ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს. ამერიკული და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცრუ კამპანიის ავტორებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ნინო ლომჯარია.
