თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება. მუზეუმი 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, რომელშიც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა.
