იტალიის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა
იტალიის პრემიერ მინისტრი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ეს სპარსეთის ყურეში ევროპელი ლიდერის პირველი ვიზიტია. ჯორჯა მელონი, ვიზიტის წინასწარ დაანონსების გარეშე ესტუმრა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. იტალიის პრემიერ მინისტრმა, ირანის თავდასხმების ფონზე, სამ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა, განიხილა როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო-უსაფრთხოების საკითხები.
