როიტერსის ცნობით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შუამავლებმა მათ მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა გადასცეს
როიტერსის ცნობით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შუამავლებმა მათ მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა გადასცეს. გამოცემის ცნობით, ჩარჩო შეთანხმება ორ ეტაპიანია. ვაშინგტონსა და თეირანს შუამავლები სთავაზობენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას, ამის შემდეგ კი, მხარეები 15-29 დღის განმავლობაში კონფლიქტის საბოლოო მოგვარების შეთანხმებაზე იმუშავებენ. მოლაპარაკების გამართვის ადგილად ისლამაბადი განიხილება.
