ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟები, კახეთის რეგიონის მასშტაბით აქტიურად მუშაობენ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟები, კახეთის რეგიონის მასშტაბით აქტიურად მუშაობენ. ამჯერად, მათ სიღნაღის ცენტრში მიუსაფარი ან მიმდებარე ტერიტორიაზე მიკედლებული ძაღლები ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით დაამუშავეს. იმ ცხოველებს კი, რომლებსაც იდენტიფიცირება და შესაბამისი გამოკვლევები სჭირდება, გურჯაანში, ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანენ. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ძაღლებს ეკიპაჟები, იმავე ადგილზე დააბრუნებენ.
