თავდაცვის კოდექსში ტექნიკური ცვლილებები შედის
თავდაცვის კოდექსში ტექნიკური ცვლილებები შედის. განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად, გამოძახების პროცედურები. გაწვევაზე უწყება ჩაბარებულად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს. ამ შემთხვევაში გამოძახებული ადამიანი, ვალდებული იქნება ათი კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს უფლებამოსილ ორგანოში. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე.
