აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ილჰამ ალიევი თბილისში მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი.
