აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია. პირისპირ საუბრისას ითქვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც დატოვა. შეხვედრის დაწყებამდე კი, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
