რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის. საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი დაესწრო. რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე საპრემიერო ჩვენებები 6, 7, 17 და 18 აპრილს გაიმართება.
