კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა. გოგა გულორდავამ მერებს, პროექტის ფარგლებში, რეგიონში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და უკვე არსებული შედეგები გააცნო. კომისიის თავმჯდომარე და მერები ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
