ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში, სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში, სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაჯგუფება ირანთანაა დაკავშირებული და ის სულ რაღაც ერთი თვით წინ ჩამოყალიბდა. გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე ეს თავდასხმები შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს რომ ირანმა ევროპაში ე.წ ჰიბრიდული ომი დაიწყო.
