აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ. ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 50-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს სამედიცინო კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პროცესს ადგილზე გაეცნო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად.
