ჩინეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „შანდონ ტაიშანი“ სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, „დალიან ინგბოსთან“ 1-2 დამარცხდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა
ჩინეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „შანდონ ტაიშანი“ სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, „დალიან ინგბოსთან“ 1-2 დამარცხდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა 73-ე წუთზე ეფექტური გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 33 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „შანდონ ტაიშანი“ უქულოდ მე-11 ადგილზეა, რადგან 6 დააკლეს, ამის მიუხედავად ხუთ გუნდს მაინც უსწრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მინუს ბალანსში არიან.
