თბილისის სპორტის სასახლეში აი-ეფ-სის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც ემ-ემ-ეის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა
თბილისის სპორტის სასახლეში აი-ეფ-სის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც ემ-ემ-ეის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარცხდა, რომელმაც ქამრისთვის ბრძოლა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ტაჯიკ მებრძოლთან დათმო. 9-დან 8 ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა. შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. ქართველმა ორგანიზაციაში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მოგებისთვის წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მან მეტოქეს საბმიშენით აჯობა. საღამოს მთავარ დაპირისპირებაში იუ-ეფ-სის პირველმა ქართველი მებრძოლმა ლევან მაყაშვილმა ბრაზილიელ მეტოქეს საბმიშენით პირველივე რაუნდში სძლია. მან საქართველოში 14 წლიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა და ქამარი საქართველოში დატოვა. შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს ლაშა მესხმა, გიორგი ეგნატაშვილმა, ნოდარ კუდუხაშვილმა და რაფაელ მოვსესიანმა.
