ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაბამისი ინფორმაცია მას სატალეფონო საუბრისას სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიაწოდა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
