ამერიკული მედია ირანში 3 აპრილს ჩამოგდებული „ეფ 15“-ის ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს
ამერიკული მედია ირანში 3 აპრილს ჩამოგდებული „ეფ 15“-ის ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2 სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. ეკიპაჟის წევრის და სხვა სამხედროების გამოსაყვანად შტატებმა დამატებით 3 თვითმფრინავი გააგზავნა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილი სამხედრო სამკურნალოდ ქუვეითში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დნალდ ტრამპი გამოეხმაურა.
