დაჭრის ფაქტზე 1 ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ თბილისში
დაჭრის ფაქტზე 1 ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ თბილისში. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ნასამართლევია, კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით, მოქალაქეს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე თელავში დააკავეს. იარაღი კი ნივთმკიცებად ამოიღეს. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დაჭრილი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
